LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იბრძოლეთ ერთად: რეალმა ზიდანის სამოტივაციო სიტყვა გამოაქვეყნა (ვიდეო)

38

მადრიდის ”რეალმა” ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების გამხნევება გადაწყვიტა. მიმდინარე სეზონში ”რეალს” საქმეები არცთუ კარგად მისდის, ამიტომ კლუბში ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების განწყობის გაუმჯობესებაზე იზრუნეს.

სამეფო კლუბის ოფიციალურმა ”ტვიტერმა” სრულიად მოულოდნელად გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 2016-17 წლების სეზონის ფინალური მატჩის დროს, ტაიმებს შორის შესვენებაზეა გადაღებული.

ვიდეოში გუნდის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი შესვენებისას ფეხბურთელებს ესაუბრება.

”ჩვენ საუკეთესოები ვართ, უბრალოდ ეს უნდა დავამტკიცოთ. ამიტომ გადით მოედანზე, ითამაშეთ ერთად, როგორც ერთმა გუნდმა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია”, – ამბობს ის.

ზიდანის სიტყვები ”რეალს” მაშინ მართლაც დაეხმარა. 2017 წლის 3 ივნისს, კარდიფში გამართულ ფინალში მადრიდელებმა 4:1 დაამარცხეს ”იუვენტუსი”. პირველი ნახევრის შემდეგ ანგარიში 1:1 იყო. ვითარება სწორედ ზიდანის ემოციური სიტყვის შემდეგ შეიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები