LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იბრა შოუში გამოქვაბულის ბავშვებს თავზე დაადგა და ძალიან გაახარა (ფოტოები)

74

ზლატან იბრაჰიმოვიჩი უეცრად გამოჩნდა გამოქვაბულიდან დახსნილი ტაილანდელი ბავშვების თოქ-შოუში.

2018 წლის ივლისში 12 ფეხბურთელი ბავშვი და მათი მწვრთნელი ტაილანდში დატბორილი გამოქვაბულის კომპლექსიდან იხსნეს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი სამყაროში ყველაზე თავისებური ხასიათის კაცია, მაგრამ კეთილიც ყოფილა. ეს ელენ დეჯერენესის სატელევიზიო შოუს დროს ერთხელაც დადასტურდა. გადაცემაში მიიწვიეს საფეხბურთო გუნდი, რომლის წევრებმა დაახლოებით სამი კვირა წყლით ამოვსებულ გამოქვაბულში გაატარეს. სპეციალურმა სტუმარმა კი ბავშვებს შორის არნახული სიხარული გამოიწვია.

 

სეზონის სტარტის წინ ზლატანი „ლოს ანჯელეს გალაქსის“ საკლუბო აბონემენტების მფლობელებს ურეკავდა და მათ გახანგრძლივებას თხოვდა.

შვედის კონტრაქტი ამერიკულ კლუბთან 2019 წლის დეკემბერში იწურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები