LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იბერიის“ თანამშრომლები დღეს ფინანსთა სამინისტროსთან აქციას გამართავენ

135

ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომლები დღეს ფინანსთა სამინისტროსთან აქციას გამართავენ. აქცია 16:00 საათზე დაიწყება. დღესვე დაგეგმილია „ომეგა ჯგუფის“ საგანგებო განცხადების გაკეთება. განცხადება რამდენიმე წუთში, 11:00 საათზე, „ომეგა ჯგუფის“ სათავო ოფისში გაკეთდება.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ოქუაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში ყოფილი პრემიერი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მას 4 მილიონს სთხოვდა. მისივე თქმით, ამ შეხვედრას თავად ბიძინა ივანიშვილის გარდა, შს მინისტრი გიორგი გახარია და სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანიც ესწრებოდნენ.

ამასთან, ოქუაშვილი ინტერვიუში, გიორგი გახარიასა და ვანო ჩხარტიშვილზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ისინი ივანიშვილის დამხმარეები იყვნენ. მისი თქმით, „პირველი ხაზი ივანიშვილთან არის უჩა მამაცაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, გიორგი გახარია, ლევან ყიფიანი მეორე ხაზზეა, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი კი – მესამე“. ოქუაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მას „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებასაც სთხოვდა.

როგორც ზაზა ოქუაშვილმა ინტერვიუში განაცხადა, მოლაპარაკებებს მასთან ბიძინა ივანიშვილის სახელით ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე აწარმოებდა, რომელიც დამატებით 4 მილიონს სთხოვდა, ამ შეხვედრის შემდეგ კი, ლევან ყიფიანი მოსალაპარაკებლად გიორგი კვირიკაშვილთან წავიდა. მისივე თქმით, ფარცხალაძემ ლევან ყიფიანი გიორგი კვირიკაშვილთან მისვლის გამო დასაჯა და სარდაფში ჩააგდო, სადაც მასზე შეურაცხყოფა სცადეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები