LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაშვილის ექიმებმა 600-გრამიანი ბავშვი გადაარჩინეს

708

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი თამუნა ჩეჩელაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. პოსტიდან ცნობილი ხდება, რომ ექიმების გუნდმა საავადმყოფოს ჩვილ ბავშვთა და ახალშობილთა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადმოყვანილი 600-გრამიანი ახალშობილი გადაარჩინა: „იაშვილის სახ.ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს ჩვილ ბავშვთა და ახალშობილთა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადმოყვანილი 600გრ. ახალშობილი, გადაარჩინეს და გამოზარდეს, უძლიერესი ექიმთა გუნდი“.

ამის შესახებ საზოგადოებას ცოტა ხნით ადრე დეპარტამენტის ხელმძღაველმა ნინო სოლომონიამ აცნობა: „ჩვენთან რომ მოვიდა ძალიან პატარა იყო, 600გრ. დღეს უკვე დიდია და სახლში მიდის“, – წერს ექიმი სოციალურ ქსელში და თან ახალშობილის ფოტოს აქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები