მელორ ვაჩნაძემ საქართველო დატოვა. ის თბილისიდან ბერლინში დღეს გაფრინდა.”ქართული ოცნების” ყოფილი მხარდამჭერი აცხადებს, რომ ის და მისი ოჯახი პოლიციის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რის გამოც ქვეყნის დატოვებას ოჯახთან ერთად აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
“მტრად გამომაცხადეთ?! დღეს პირადად მე მიდებდით იარაღს? გუშინ მიდებდით დანას, მესამე ეპიზოდს? ადრე ჩამიდეთ იარაღი? 20-ჯერ დამიჭირეთ? 15 დასკვნა მაქვს სამედიცინო, სადაც დაზიანებით მიმიყვანეთ დაკავების შემდეგ. არცერთხელ არ გავაკეთე განცხადება. ვცდილობდი, რომ ქვეყნის იმიჯი არ დამეზიანებინა. მტერი ხარ? ხოდა მოგექცევი, როგორც მტერს, მთელი ევროპა გაიგებს რა დემოკრატები ხართ, რა მაგრად იცავთ ადამიანის უფლებებს და თუ ეს ვიღაცის თვითშემოქმედებაა შუა რგოლში, მაშინ ადგეს და გახარია გადადგეს რა. მოდი გადადექი და ისეთი დავნიშნოთ, რომელიც გააკონტროლებს მაღალ ეშელონებშიც, დაბალშიც და საშუალოშიც და ადამიანებს არ ჩაუდებენ,“ – განაცხადა მელორ ვაჩნაძემ.