LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იარაღით დაჭრეს, ოპერაცია ჩაუტარდა.. ფაქტია, ჩემს შვილს არ დაუწყია ეს სკანდალი, იმ ნაძირალამ დაიწყო ძაღლზე ძალადობა“ – რას ამბობს თამაზ ელიზბარაშვილი მომხდარზე

411
368808529_617178510611847_3448436335448949154_n

ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელის, თამაზ ელიზბარაშვილის განცხადებით, მის შვილს, თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებულ გურამ ელიზბარაშვილს წუხელ, გვიან ღამით, ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, მისი შვილი იარაღით დაჭრეს, ბევრი სისხლი დაკარგა, რის გამოც, წუხელ, ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.

თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დაჭრეს

„სათვალთვალო კამერების კადრებში გამოჩნდება ყველაფერი, ფაქტია, რომ ჩემი შვილი დაჭრილია და ფაქტია, რომ ჩემ შვილს არ დაუწყია ეს სკანდალი და ჩხუბი, იმ ნაძირალამ დაიწყო ძაღლზე ძალადობა, განა ქუჩის ძაღლზე, ჩემი შვილის ოჯახის ოთხფეხა წევრზე, პატარა ჯიშის ძაღლზე, 2-კილომდეც არ არის.

ჩემი შვილი პატარა დეკორატიულ ძაღლს ასეირნებდა - ყაზახს ფეხი მოუქნევია ძაღლისთვის, რასაც მოჰყვა ჩხუბი, ჩემი შვილიც დაჭრილია - თამაზ ელიზბარაშვილი

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

მე ვითხოვ, ჩემი შვილის უფლებების დაცვას, თუ ის დამნაშავეა, რა თქმა უნდა, დაისაჯოს და პასუხი აგოს, მაგრამ თუ ის ყაზახია დამნაშავე, იმანაც პასუხი აგოს, მხოლოდ ჩემმა შვილმა რატომ უნდა აგოს პასუხი?!

ჩემი შვილი დაჭრილია, იქ სხვა არავინ იყო, ის ყაზახი და ჩემი შვილი იყვნენ, კოსმოსიდან სხვა ვერ ესროდა, ჩემი შვილი იარაღითაა დაჭრილი“, – განაცხადა ელიზბარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, გუშინ, თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქალაქე (თამაზ ელიზბარაშვილის შვილი) ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მას სხვა მოქალაქესთან შელაპარაკება მოუვიდა და დაჭრაც შელაპარაკების შედეგად მოხდა.

გავრცელებული ცნობით, დაჭრილია ადგილზე მდებარე საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები