საპატრულო პოლიციამ თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე ერთი პირია დაკავებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
“დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.