LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იარაღი კი არ აქვს, – ატომური ავიამზიდია, მცურავი აეროპორტი – უჩა აბაშიძე ეგეოსში შესულ ავიამზიდზე

600
BeFunky-collage (15)

ატომური ავიამზიდის ეგეოსის ზღვაში შესვლას, სამხედრო ანალიტიკოსი უჩა აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

აბაშიძე განმარტავს, ატომური ავიამზიდის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ გემი არა ატომური იარაღის, არამედ ატომური რეაქტორის ავიამზიდია.

“ატომური რეაქტორი აქვს შიგნით, უბრალოდ დენს შოულობს ატომური რეაქტორით, იარაღი კი არ აქვს. ატომური ავიამზიდია, მცურავი აეროპორტი” – წერს აბაშიძე.

როგორც ანალიტიკოსი წერს, NATO საკუთარ ძალებს ნებისმიერ კონფლიქტის ზონასთან აძლიერებს და ახლაც, უკვე ბოლო 3 თვეა რაც სამხედრო არტილერია პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში და გერმანიაში დაამატა.

“ნორმაა ეგ, ასე მუშაობს ნატო – ვინაიდან რეალურად ომი არასოდეს უწევთ, ასე ტრ##ს ათამაშებენ და კონფლიქტის ზონასთან “ძლიერდებიან” – წერს აბაშიძე.

სამხედრო ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ნატოში ერთმანეთს უმეორებენ “აი რო რამე, სახეს ავახევთო”.

უჩა აბაშიძის აზრით, უკრაინაში საჰაერო სივრცეს NATO არ დაკეტავს.

“დავიწყეთ, ვახ, ოცნებობს მაგაზე ზელენსკი და ოცნებობენ ვიღაცები კიდევ ჰაიპს წევს ზელენსკი – ჰაიპში ჰყვებიან ვიღაცეები”

მისი აზრით, უკრაინაში საჰაერო სივრცეს არ დახურავენ, სანამ პუტინი ცოცხალია.

“ნატო არ დაუშვებს რო მზად არ ჰყავდეს საკმარისი ძალები, ამიტომ მანევრირებენ და ლაგდებიან არაფერი ისეთი “არნახული” მოძრაობა არაა რაც სხვა კონფლიქტისას, სხვა რეგიონში არ მომხდარა. სულ ასე შვებიან ხოლმე”

“ატომური ომი ჩვენზე მეტად არ უნდა ვაშინგტონს, არაფერ სისულელეს არ იზამენ”

როგორც უჩა აბაშიძე აღნიშნავს, ზელენსკი აჭარბებს, როდესაც ამბობს, რომ თუ არ დაიკეტა საჰაერო სივრცე ომი წაგებული იქნება.

” მერე მაგის “ალოკვას” როგორ აპირებს არ ვიცი, მესმის რო კარგი სავაჭრო კარტაა და მაქსიმუმს ითხოვს რო საშუალოს გამორჩეს
მარა ზედმეტიც არ უნდა მოგივიდეს იმიტომ რომ მერე უკვე შენიანები ეჭვდებიან” – წერს უჩა აბაშიძე სოციალურ ქსელში