ტოკიოში გასამართ ავტოშოუს, კომპანია Nissan-ის მოყვარულები მოუთმენლად ელიან. რატომ? იმიტომ, რომ იაპონური „გოძილა“ ცოცხლდება.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტქარის Nissan GT-R-ის კონცეპტი, გულშემატკივრების წინაშე 30 ოქტომბერს წარსდგება ტოკიოში და დამთვალიერებლებს მისი ნახვა 8 ნოემბრამდე შეეძლებათ. თუმცა, ის არ იქნება ავტოშოუს მთავარი გმირი, 2020 წლის Vision Gran Turismo წლევანდელი ჰიტი იქნება.
როგორ კომპანია აცხადებს, ეს წითელი სპორტქარი იქნება იმის მაჩვენებელი, თუ როგორი იქნება მომავლის GT-R-ი. თუ კომპანიის მესვეურებს დავუჯერებთ, გოძილას ჯერ კიდევ შეუძლია მომხმარებლების გულის დაპყრობა, რაზეც აქტიურად მუშაობენ კიდეც ისინი. ფაქტი ერთია, რომ ახალი თაობის GT-R-ი კუთხოვანი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლამდე მოგვიწევს მოცდა, თავად ფაქტი – გოძილას გაცოცხლება ნამდვილად სასიამოვნოა როგორც მოყვარულთათვის, აგრეთვე უბრალო გულშემატკივართათვისაც.