ერთ-ერთმა იაპონურმა კომპანიამ არამწეველ თანამშრომლებს დამატებით 6-დღიანი შვებულება მისცა. ამით კომპანიამ არამწეველ თანამშრომლებს ის დრო აუნაზღაურა, რასაც მწეველები სიგარეტის მოსაწევად კარგავენ.
“თითოეული მწეველი 1 ღერი სიგარეტის მოსაწევად 5-15 წუთს კარგავს”, – აღნიშნეს კომპანიის წარმომადგენლებმა.
ამ ფაქტით კომპანიას სურს ახალი კამპანიით თანამშრომლები წაახალისოს და მათ თამბაქოს გადაგდებაში დაეხმაროს. იაპონური კომპანიის წამოწყება სოციალურ ქსელშიც აიტაცეს.