LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონური თემატიკით გაფორმებული ფესტივალი „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“

29

“ტოიოტას” ახალმა ოფიციალურმა დილერმა საქართველოში, „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“-მ,  იაპონური თემატიკით გაფორმებულ ფესტივალს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც TOYOTA-ს ორი ახალი მოდელი, RAV4-სა და FORTUNER-ის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ”ლისი ლაუნჯისს” ტერიტორიაზე მოწვეულ სტუმრებს, „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“-მ სახალისო აქტივობებით და სიურპრიზებით დატვირთული გარემო მოუმზადა. გათამაშებაზე  გამოვლენილი განსაკუთრებულად აქტიური და ”ტოიოტას” ავტომობილებით  დაინტერესებული სტუმრები კი ბრენდირებული სასაჩუქრე ნაკრებით დაასაჩუქრა.

ფესტივალმა არც პატარები დატოვა გულგრილი, მათ სპეციალურად მოწვეული ანიმატორები და უამრავი სხვა გასართობები დახვდათ. ”დღის ბოლოს, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ”ტოიოტას” წარმოდგენილ მოდელებს, ვიზუალურ დათვალიერებასთან ერთად ტესტ დრაივითაც ესარგებლათ და ავტომობილების შესაძლებლობები საკუთარ თავზე გამოეცადათ”, – განაცხადეს კომპანიაში.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილ ავტომობილებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებათ ეწვიეთ „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“-ს შოურუმს უნივერსიტეტის ქ. 6-ში, და თუკი ფესტივალზე ამის შანსი არ მოგეცათ, შეგიძლიათ ტესტ დრაივითაც ისარგებლოთ.

fortuna.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები