LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიიდან შემოყვანილი მანქანების რადიაციულ დაბინძურებაზე შემოწმება უკვე შესაძლებელია

81

სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ ახალი ტიპის მომსახურება დანერგა, რომლის თანახმად დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ სურვილის შემთხვევაში, საკუთარი ავტომანქანა შეამოწმონ რადიაციულ დაბინძურებაზე.

როგორც “ფორტუნას” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, დღეს უკვე განხორციელდა რამდენიმე ავტომანქანის შემოწმება, რის შედეგადაც რადიაცული დაბინძურების ფაქტი არ გამოვლენილა.

აღსანიშნავია, რომ იაპონიიდან იმპორტურებული ავტომანქანების რადიაციული კონტროლი ხორციელდება საერთაშორისო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, თანამედროვე რადიაციული მონიტორინგის პორტალებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც დიდია მოსახლეობის ინტერესი პირადად, დამატებით გადაამოწმონ საკუთარი ავტომანქანები რადიაციულ დაბინძურებაზე, რამაც განაპირობა აღნიშნული მომსახურების დანერგვა.