LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში საკრუიზო გემზე 10 ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა

158
684df870-4744-11ea-8757-80382e8ca9bd

BBC წერს, რომ იაპონიაში საკრუიზო გემზე კორონავირუსით ინფიცირებული 10 ადამიანი აღმოჩნდა. გემი, რომლის მგზავრების ნაწილს ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს, სულ 3 700 ადამიანი იმყოფება. ექიმებმა 300 ადამიანი უკვე შეამოწმეს და პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.

ამ დროისათვის საკრუიზო გემი იოკოჰამას პორტშია გაჩერებული. პირველი შემთხვევა ხომალდზე მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც 80 წლის ჰონგ-კონგელი მამაკაცი შეუძლოდ გახდა. ათივე პაციენტი, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, 50 წელს გადაცილებულია. ბიბისის ინფორმაციით, ორი მათგანი იაპონიის მოქალაქეა, ორი ავსტრალიელი და ერთი ამერიკელი.

ჰონგ-კონგში 39 წლის კაცი კორონავირუსით გარდაიცვალა

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად 490-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფიცირებულთა რიცხვი კი 24 ათასზე მეტია.

ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 490-მდე გაიზარდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები