LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში Legoland გაიხსნა

32

იაპონიაში გასართობი პარკი Legoland გაიხსნა. ქვეყნის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, თემატური პარკი, რომელიც მთლიანად ცნობილ კონსტრუქციას ეძღვნება – აიტის პრეფექტურაში ქალაქ ნაგოიაში მდებარეობს.

უნიკალური კომპლექსის შენობების შესაქმნელად 10,5 მილიონამდე ლეგოს კუბიკი გამოიყენეს და დასასვენებლად მისულ ვიზიტორებს 40-მდე სახეობის ატრაქციონის გამოცდის საშუალება ექნებათ. პარკის ტერიტორიაზე ასევე რამდენიმე გამოფენა, რესტორნები და დასასვენებელი ზონებიც განთავსდება.

რაც შეეხება ბილეთის ფასს, ლეგოლენდში ერთი დღის გატარება 6900 იენი ეღირება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში პირველი ლეგოლენდის პარკი დანიაში 1968 წელს გაიხსნა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები