Ganbaremmc-ის ბლოგზე გამოჩნდა განახლებული ჰეჩბექის Mazda Axela-ს ახალი ფოტოები. (სხვადასხვა ბაზრებზე იყიდება სახელით Mazda3). ხუთკარიანი მოდელი გადაიღეს იაპონიაში, ერთ-ერთ დილერ-ცენტრში.
ფოტოების მიხედვით ჰეჩბექი წარმოდგენილი იქნება ახალი მთავარი განათებით, შეცვლილი ბამპერით და ასევე ახალი ნისლსაწინააღმდეგო ფარებით. სალონის ფოტოები ჯერ-ჯერობით არ გამოქვეყნებულა.
არაა გამორიცხული, რომ ახალი ,,ლამაზმანი’’ გახდება პირველი Mazda, რომელიც მიიღებს ახალ სისტემას G-Vectoring Control (GVC). ავტომობილი აღჭურვილია ჭკვიანი სისტემით, რომლის დახმარებითაც, სიჩქარის სწრაფი მომატებისა და შენელებისას, მძღოლის რისკები ნულამდეა დაყვანილი.
რაც შეეხება ავტომობილის ტექნიკურ მახასიათებლებს, ჯერ-ჯერობით ზუსტი ცნობები ახალი Mazda3-ის შესახებ სამწუხაროდ არ არსებობს. სავარაუდოა, რომ ახალი ჰეჩბექი აღჭურვილი იქნება 1.6 ლიტრიანი ძრავით, რომელსაც ექნება 104-დან 106-მდე ცხენის ძალის სიმძლავრე და ავტომატური გადაცემათა კოლოფი.