ტაქსების იაპონურმა კომპანიამ Daiwa Motor Transportation იაპონიაში უცნაური სარეკლამო კამპანია წამოიწყო. ე.წ. Sleeping Taxi სადაც ნებისმიერ მსურველს კარგად გამოძინება შეეძლო. იქიდან გამომდინარე რომ სერვისი უფასო იყო, უნიკალური შესაძლებლობით ბევრმა ადგილობრივმა ისარგებლა.
სარელაქსაციო ავტომობილად სერიული ხუთ კარიანი ჰეტჩბეკი Toyota JPN შეირჩა, ასეთი ავტომობილი ნახევარი ლიტრის მოცულობის ძრავით მუშაობს და უკანა ნაწილში მგზავრებისთვის გაზრდილი სივრცე აქვს.
სპეციალურად სარეკლამო კამპანიისთვის ავტომობილებში დასასვენებლად იდეალური პირობები შექმნეს. იქ გაჩნდა რბილი ბალიში, თვალების ერთჯერადი ნიღაბი, ასევე მაგიდა მოსადუნებელი სასმელებით და ტელეფონის დასამუხტი მოწყობილობა. სალონი სასიამოვნო ფერებით გააფორმეს, ასევე დაამონტაჟეს ეკრანი, საიდანაც სარელაქსაციო მუსიკა ისმოდა.
თუ რამდენმა ადამიანმა გამოიყენა მანქანაში გამოძინების შანსი არ ზუსტდება. თუმცა, უფასო კამპანია რომ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, ფაქტია.