LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში ელექტროსადგურების რიცხვმა ბენზინგასამართ სადგურებს გადააჭარბა

10

კომპანიამ Nissan, რომელმაც სულ ახალახანს ახალი თაობის ელექტროქარი Leaf წარადგინა, ჩაატარა კვლევა რომლის მიხედვითაც იაპონიის მასშტაბით ელექტროგასამართი სადგურების რიცხვმა ბენზინგასამართ სადგურების რიცხვს გადააჭარბა.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, იაპონიის მოსახლეობას 35 ათასი ბენზინგასამართი სადგური ემსახურება, ხოლო ელექტროსადგურების რიცხვი კი 40 ათას შეადგენს, რაც როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოსახლეობის ელექტროავტომობილების აქტიურ მოხმარებასთანაა კავშირში, რომლებიც ავტომობილების დასამუხტად, კუსტარულადაც კი ამზადებენ ელექტროსადგურებს.
როგორც ირკვევა, ელექტრომობილების პოპულარიზაციით არის დაკავებული თავად იაპონიის მთავრობაც, რამაც იაპონიაში ეკოლოგიურად უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება კიდევ უფრო აქტიური გახადა.
ქვეყნის მმართველი სტრუქტურების აქტიურობის გამო, იაპონიამ ელექტროსადგურების რიცხვით ამერიკასაც აჯობა, სადაც ოფიციალურად რეგისტრირებულია 9 ათასი ელექტროსადგური, რაც შეეხება ამერიკაში მდებარე ბენზინგასამართ სადგურებს, მათი რიცხვი 114 500 შეადგენს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს მასშტაბით ელექტროავტომობილის პოპულარიზაცია და მისი აქტიური გამოყენება საგრძნობლად მომატებულია. რაც ექსპერტებს აძლევს იმის საშუალებას ივარაუდონ, რომ 2040 წლისთვის ელექტროსადგურების რიცხვი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 41 მილიონს გადააჭარბებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები