უკრაინაში შეჭრის გამო, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთზე ფინანსური ზეწოლა გრძელდება – ამჯერად, იაპონია სანქციებს კიდევ 17 რუს მაღალჩინოსანსა და ოლიგარქს უწესებს. როგორც იაპონიის ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, ისინი რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს აქტივებს გაუყინავენ.
იაპონიის სანქციების სამიზნეთა შორის აღმოჩნდნენ რუსი მილიარდერის იური კოვალჩუკის ოჯახის წევრები, რუსეთის დუმის დეპუტატები და რუსი ოლიგარქი ვიქტორ ვეკსელბერგი.
აღსანიშნავია, რომ ჯამში იაპონიამ 61 რუს მაღალჩინოსანსა და ოლიგარქს გაუყინა აქტივები.