LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონელმა ავტომოყვარულმა ერთდროულად 5 ჰიპერქარი იყიდა და თითოში 2 მილიონი გადაიხადა

60
Fenyr-SuperSport

იაპონელმა ბიზნესმენმა ტაცუმი სინტიმ სუპერქარ Fenyr SuperSport-ის ბოლო 5 ეგზემპლარი შეიძინა. თითოეული ავტომობილის ფასი 1,75 მილიონი დოლარია. ამ თვის დასაწყისში სინტიმ 3000 ძალის Devil Sixteen-ის ყიდვაც მოასწრო, ასე რომ საკმაოდ სოლიდური კოლექცია მოუგროვდა.

Fenyr SuperSport-ის სპეციალური ტირაჟი მხოლოდ 10 ეგზემპლარს შეადგენდა, 5 იაპონელ მილიონერს მიართვეს, 5 კი მანამდე გაიყიდა. შეზღუდული სერიის ყველა სუპერქარი უნიკალური ფერების გამით, ექსტერიერითა და ინტერიერით გამოირჩევა. საინტერესოა, რომ ჩვეულებრივი Fenyr SuperSport-ის ტირაჟი მინიმუმ 100 ეგზემპლარია ხოლმე.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ჰიპერქარი 3,8 ლიტრის მოცულობის ძრავითაა უზრუნველყოფილი და 800 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. პირველ ასეულს მოდელი 2,8 წამში ავითარებს, 200 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად კი 9,4 წამი სჭირდება.

და ბოლოს, მისი მაქსიმალური სიჩქარე 400 კმ/სთ-ია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები