LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონელი მილიარდერი მთვარეზე გასაფრენად პარტნიორს ეძებს

200
-103471989-hi049368483 (1)

თუკი ბავშვობაში კოსმოსში გაფრენაზე გიფიქრიათ, იმის გააზრებასაც მოასწრებდით, რომ დედამიწიდან თვალუწვდენელ სივრცეში გამგზავრება იაფი სიამოვნება ნამდვილად არ იქნებოდა. კოსმოსური ტურიზმით გატაცებულ ადამიანებისთვის BBC-ის კარგი ამბავი აქვს. საქმე იმაშია, რომ 44 წლის იაპონელ მილიარდერ იუსაკუ მაეზავას, რომელიც SpaceX-ის პირველი მისიით მთვარეზე გამგზავრებას აპირებს, სურს იპოვოს ქალი, რომელიც მისი ცხოვრებისეული პარტნიორი გახდება და 2023 წელს ღია კოსმოსში გაემგზავრება.

როგორც ჩანს, მაეზავა ცოტა ხნის წინ დაშორდა მეგობარ გოგონას და სიცარიელეს გრძნობს.

“მარტოობა და სიცარიელე მიახლოვდება, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ,გავაგრძელო ერთი ქალის სიყვარული. მსურს ცხოვრების პარტნიორი ვიპოვო – წერს ონლაინ განცხადებაში და დასძენს, რომ ამ დაუვიწყარი გამოცდილების გასაზიარებლად გამორჩეულ ქალს ეძებს.

აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადა 17 იანვარია. მაეზავა გადაწყვეყილებას მარტის ბოლოს გამოაცხადებს.რაც შეეხება პირობებს, ის უნდა იყოს 20 წელზე მეტი ასაკის, უნდა იყოს მარტოხელა ანუ გაუთხოვარი და რა თქმა უნდა,  უნდა სურდეს კოსმოსში გაფრენა.

რა თანხას გადაიხდის მაედზავა მთვარეზე გასაფრენად, არ სახელდება.

ცნობისთვის, მთვარეზე ბოლოს ამერიკელი ასტრონავტები 1972 წელს გაფრინდნენ. ამის შემდეგ მსგავსი მისია არ განხორციელებულა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები