LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონელი კაცი ვირტუალურ პერსონაჟზე დაქორწინდა და ძალიან ნაწყენი დარჩა იმ ფაქტით, რომ ცერემონიას მისი ოჯახის წევრები არ დაესწრნენ

62
1_Fictosexual

მამაკაცი ვირტუალურ კომპიუტერულ პერსონაჟზე დაქორწინდა.

აკიჰიკო კონდო და მისი აწ უკვე მეუღლე ჰაცუნე მიკუ 10 წელზე მეტია რაც ერთად არიან და ურთიერთობისთვის ოფიციალური სახის მიცემაც გადაწყვიტეს. ქორწილში პატარძალს თეთრი კაბა, ხოლო სიძეს შესაფერისი კოსტიუმი ეცვა.

38 წლის აკიჰიკო ამბობს, რომ ჰაცუნესთან ურთიერთობამ ის დეპრესიისგან იხსნა და მისთვის გაუგებარია თუ რატომ არ ესმის ზოგიერთ ადამიანს მათი სიყვარულის.

მას კარგად ესმის, რომ მისი ვირტუალური ცისფერთმიანი ცოლი რეალური არ არის, თუმცა მისი გრძნობები ნამდვილად რეალურია.
საინტერესოა, რომ იაპონიაში ვირტუალურ პერსონაჟებთან ურთიერთობა ათასობით ადამიანს აქვს.

მაშინ, როცა ზოგიერთი ასეთი ურთიერთობა ნამდვილად ხუმრობაა, კონდოსთვის ყველაფერი სერიოზულადაა, ის დარწმუნებულია, რომ ადამიანი პარტნიორი აღარასდროს ეყოლება.

წყვილის ქორწილს 39 ადამიანი ესწრებოდა, თუმცა მათ შორის არ იყვნენ სიძის ოჯახის წევრები, მეგობრები თუ თანამშრომლები. სტუმრები ონლაინ გაცნობილი მეგობრები ან საერთოდ უცხოები იყვნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები