LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონელები ქართული თაფლით დაინეტესდნენ

98

ქართული თაფლით იაპონელები დაინტერესდნენ. როგორც სოფლის მეურნების მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, მომავალი წლის პირველ კვარტალში შესაძლებელი იქნება თაფლის ექსპორტის დაწყება.

”ამ მიმართულებით ბევრი ღონისძიებაა გასატარებელი. ქვეყანაში არ არსებობდა თაფლის ლაბორატორია, რომელიც ჩვენ უკვე დავნერგეთ და გადის ვალიდირების სტანდარტულ პროცედურებს. ამ პროცედურების დამთავრების შემდეგ უკვე შეეძლებათ გასცენ სერტიფიკატი, რომელიც იქნება საერთაშორისოდ აღიარებული და შესაძლებლობას მოგვცემს გავიტანოთ თაფლი ევროპულ ბაზარზე, თუმცა, ასევე რამდენიმე დღის ინფორმაციაა, რომ იაპონიიდან არის დიდი დაინტერესება და მოთხოვნა ქართულ თაფლზე, რომელიც გამოირჩევა უნიკალური თვისებებით” – განაცხადა ოთარ დანელიამ.

მისივე თქმით, მომავალი წელი თაფლის ექსპორტის კუთხით ძალიან საინეტერესო იქნება.

”ამჟამად მიმიდინარეობს სკების იდენტიფიკაცია. კოოპერირების კუთხით ჩვენ დავიწყეთ მეფუტკრეობის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც გულისხმობს ინვენტარიზაციას, რათა თითოეული სკა იყოს მიკვლევადი, გარემო კი კეთილსაიმედო. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ალბათ, უკვე 2-3 კვირაში გევცოდინება დაახლოებით ის რაოდენობა, რომელმაც შესაძლოა, დააკმაყოფილოს ევროკავშირისთვის მისაღები სტანდარტები,” – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები