Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
იაპონელები ქართულ კივს მიირთმევენ: ნერგეტა ამომავალი მზის ქვეყანაში აღიარეს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონელები ქართულ კივს მიირთმევენ: ნერგეტა ამომავალი მზის ქვეყანაში აღიარეს

400

იაპონელებმა ქართული კივი აღიარეს. ”ნერგეტას” პროდუქცია ექსპორტზე ამომავალი მზის ქვეყანაში გავიდა და ადგილობრივების დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის ოპერაციების დირექტორმა, რომეო ჯაპავამ განუცხადა, ქართული კივი იაპონიაში ახალი წლის პერიოდში გაიგზავნა და ამით, ამ ქვეყანასთან სტაბილური თანამშრომლობა დაიწყო. მისივე ინფორმაციით, 2017 წლის თებერვალში სხვადასხვა იაპონური სუპერმარკეტების ქსელში ”ნერგეტას” ქართული კივის საცდელი პარტია წარმატებით გაიყიდა. ქართული პროდუქცია იყიდებოდა: ტოკიოში, ოსაკაში, კიოტოში, ჰიროსიმაში, ნაგასაკასა და ფუკუოკაში.

”ქართული კივის გულშემატკივრები მინდა გავახარო ქართული კივის აღიარებით იაპონიაში. იაპონელები ხილის და კვების პროდუქტების მიმართ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი გემოვნების და მოთხოვნების მქონე ერია და ამიტომ ბაზარზე შესვლა სასახიარულოა”, – აღნიშნა ჯაპავამ და დასძინა, რომ იაპონია ”ნერგეტასთვის” რიგით მეორე საექსპორტო ქვეყანა. კომპანია წლებია, გერმანიასთან თანამშრომლობს. ”ნერგეტას” კივი გერმანიაში, სუპერმარკეტში ქსელ ”ლიდლის” ასობით მაღაზიაში: ბავარიაში, შვაბიისა და რურის მხარეებში, ასევე მიუნხენში, შტუტგარტში, დიუსელდორფში, დორტმუნდსა და ახლომდებარე ქალაქებში იყიდება. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, აქ ”ნერგეტას” კივი ”კარფურის” ქსელშია შესულია.

 

შეგახსენებთ, შპს ”ნერგეტა” ქართულ-გერმანული ინვესტიციებით შექმნილი კომპანიაა, რომელიც 2009 წელს დაარსდა. ის 24 ჰექტარზე გაშენებულ კივის პლანტაციას ფლობს. კომპანიაში ამ ეტაპზე 32 ადამიანია დასაქმებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები