Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
იანვრის შემოსავლები აჭარის ბიუჯეტში ₾50 მილიონს შეადგენს, რაც რეკორდული მაჩვენებელია – თორნიკე რიჟვაძე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იანვრის შემოსავლები აჭარის ბიუჯეტში ₾50 მილიონს შეადგენს, რაც რეკორდული მაჩვენებელია – თორნიკე რიჟვაძე

137
თორნიკე რიჟვაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, იანვრის შემოსავლები აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში რეკორდულ 50 მილიონ ლარს შეადგენს.

“იანვრის თვის შემოსავლები აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში 50 მილიონ ლარს შეადგენს, რომელიც რეკორდული მაჩვენებელია. ის 100%-ით აღემატება ყველა გასული წლის მაჩვენებელს. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ როგორც ეკონომიკის, ასევე სხვა მნიშვნელოვანი დარგების მაქსიმალურად ხელშეწყობას, რათა საბიუჯეტო შემოსავლები და ასევე მოქალაქეებისთვის გამიზნული შესაბამისი პროგრამები თანმიმდევრულად იზრდებოდეს”, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მისივე თქმით, აჭარის მთავრობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა- რეაბილიტაციას იწყებს.

როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, ტურიზმის აღდგენის დინამიკა აჭარაში უპრეცედენტოა, 2022 წელს სრულად აღდგა ვიზიტები და ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და განახლება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება.