LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იანვარ-სექტემბრში 2021 წელთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსული თანხა 191%-ით გაიზარდა

32
ტურიზმი

2022 წლის სექტემბრის თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა უკვე მესამედ პანდემიის შემდეგ გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იუწყება. უწყების მიერ გამოქვეყნებული სექტემბრის თვის შემოსავლების სტატისტიკურ მონაცემების თანახმად, შემოსავალმა 375,615,194 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს +17.9%-ით აჭარბებს (+56,982,269 აშშ დოლარი).

“2021 წლის სექტემბრის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 213,752,443 (+132.1%) აშშ დოლარით.
ტურისტული ნაკადების გაზრდის შედეგად, 2022 წლის იანვარი-სექტემბრის თვეში, საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) საქართველომ 2.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 97.5%-ით აღდგენაა.
2021 წლის იანვარი-სექტემბრის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +1,651,528,684 (+190.8%) აშშ დოლარით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები