Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით საქართველოსთვის მსხვილი საექსპორტო პარტნიორი აზერბაიჯანი, მსხვილი საიმპორტო პარტნიორი კი თურქეთია – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით საქართველოსთვის მსხვილი საექსპორტო პარტნიორი აზერბაიჯანი, მსხვილი საიმპორტო პარტნიორი კი თურქეთია

113
New Project

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 785 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.2%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 5 102 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 12.5%-ით), ხოლო იმპორტი 12 683 მლნ აშშ დოლარს (გაიზარდა 17.8%-ით).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში 7 580 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.6%-ია.

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (713 მლნ აშშ დოლარი), სომხეთი (657 მლნ აშშ დოლარი) და ყაზახეთი (579 მლნ აშშ დოლარი). საიმპორტო ქვეყნების სამეულში კი მოხვდნენ: თურქეთი (2 103 მლნ აშშ დოლარი), აშშ (1 591 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1 481 მლნ აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო სამეულში მოხვდა: მსუბუქი ავტომობილები (მთლიანი ექსპორტის 34.5%), სპილენძის მადნები და კონცენტრატები (მთლიანი ექსპორტის 8.8%) და ყურძნის ნატურალური ღვინოები (მთლიანი ექსპორტის 4.3%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების (მთლიანი იმპორტის 20.4%), ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (მთლიანი იმპორტის 7.3%) და დაფასოებული სამკურნალო საშუალებების (მთლიანი იმპორტის 3.5%) სახით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები