LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იანუკოვიჩს ბაძავენ? – კარლ ბილდტი 19 აპრილის შეთანხმების გაუქმებას უკიდურესად სამწუხაროს უწოდებს

44
1

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების შესახებ, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარლ ბილდტი ეხმიანება.

პოლიტიკოსი მოვლენებს სოციალურ ქსელ “ტვიტერში” აფასებს, მას სერიოზულს და უკიდურესად სამწუხაროს უწოდებს და სვამს კითხვას, ხელისუფლება იანუკოვიჩს ხომ არ ბაძავს.

როგორც ბილდტი აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმება მიატოვა ქვეყნის დემოკრატიულ გზაზე:

“სერიოზული და უკიდურესად სამწუხარო მოვლენების განვითარება – მმართველმა პარტიამ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება უარყო ქვეყნის დემოკრატიულ გზაზე. იანუკოვიჩს ბაძავენ?” – წერს კარლ ბილდტი “ტვიტერში”.