“იანდექსი” მზადაა, ავტომობილებში დაამონტაჟოს ახალი სისტემა, რომელიც მძღოლების დაღლილობას გააკონტროლებს. ახალი სერვისის მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია, ის ტაქსისტის ფიზიკურ მდგომარეობას სწავლობს და დაბალი შრომისუნარიანობის შემთხვევაში მას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ხოლო, თუკი საჭესთან მყოფი ადამიანი ძალიან დაღლილია, მაშინ სისტემა შეკვეთების მიღებასაც შეზღუდავს.
იანდექსის წარმომადგენლის ინფორმაციით, სიახლე ყველა ავტომობილში დაინერგება, მძღოლებს კი სპეციალური სამაჯურები გაუკეთდებათ და სისტემასთან დაკავშირებული სწორედ ამ გზით იქნებიან.
აღსანიშნავია, რომ საჭის არასწორად მართვის შემთხვევაში, ავტომობილი ავტომატურად ჩერდება და ხმოვან სიგნალს გამოსცემს.