LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”იან ეარი” და ”ურალის ავიახაზები” საქართველოდან ახალ რეისებს შეასრულებენ

63

უკრაინული ავიაკომპანია ”იან ეარი” კიევის მიმართულებით ფრენების სიხშირეებს ზრდის. როგორც ”ფორტუნას” ავიაკომპანიის წარმომადგენელმა საქართველოში ამირან აბესაძემ განუცხადა, თბილისიდან კიევისკენ ფრენები კვირაში 5-ჯერ შესრულდება.

”გარდა ამისა,  მაისის ბოლოდან, ბათუმიდან ყოველდღიურ რეჟიმში ვიფრენთ კიევში, კვირაში ორჯერ შესრულდება ფრენები ბათუმი-ოდესის  მიმართულებით, თბილისიდან ოდესაში კი კვირაში ერთი რეისი განხორციელდება”, – აღნიშნა აბესაძემ.

მისივე ინფორმაციით, მომხმარებლისთვის სიახლეები აქვს ”ურალის ავიახაზებსაც”, რომელიც ახალ მიმართულებებს ამატებს.

”ვიწყებთ ფრენებს თბილისიდან პეტერბურგის მიმართულებით, ფრენები კვირაში ერთხელ შესრულდება. დედაქალაქიდან ეკატერინებურგში კი კვირაში 2 სიხშირე დაიგეგმა. რაც შეეხება ბათუმს, აქედან მოსკოვში კვირაში 5 რეისი განხორციელდება, პეტერბურგში – 2, ასევე 2 -ეკატერინებურგში, 1 რეისი კი სამარასა და ნეჟნი ნოვგოროდში”, – აღნიშნმა ამირან აბესაძემ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ფრენები, რომლებსაც მომხმარებელს ”ურალის ავიახაზები” სთავაზობს, 18 აპრილიდან დაიწყება.

 

წყარო: fortuna.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები