ცოტა ხნის წინ “ფეისბუქის” ჯგუფში: “დარჩი სახლში! მე მოგიტან საჭმელს. #დედებისფონდი”, ინტერნეტმომხმარებელმა ირმა მალანიამ ფოტო და პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ აფხაზეთიდან დევნილი, ხალხს ტაქსით უფასოდ ემსახურება.
“აფხაზეთიდან დევნილი. დღეს უფასოდ ემსახურებოდა ხალხს. იამაყეთ ქართველებმა!
ასმაგად დაბრუნებოდეს მადლი”, წერს მალანია.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 40 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.