LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის 2018 წლის გამარჯვებულები ცნობილია

285

26 ოქტომბერს, მწერალთა სახლში გამოვლინდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის  2018 წლის გამარჯვებულები.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ნატო ინგოროყვა, ზაზა აბზიანიძე, თეა თოფურია, მარიამ წიკლაური და გიორგი კაკაბაძე .

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულები  არიან:

საუკეთესო პოეტური წიგნი:

ნათია ჯანაშია „ენოტის რემონტი“ , პალიტრა L

საუკეთესო პროზაული წიგნი

ა)     ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი

თამრი ფხაკაძე „კიკის თავგადასავალი“ , პალიტრა L

ბ)     პატარებისთვის, 7 – 12 წელი

დიანა ანფიმიადი „სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები“, „არტანუჯი“

გ)     ყმაწვილებისთვის, 13 +

ნატო დავითაშვილი „მთვარის შვილობილები“, ქარჩხაძის გამომცემლობა

საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი

ა)     ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი

ანა ჯანელიძე „ჰიპა ირჩევს პროფესიას“, ზოლიანი კატა

ბ)     პატარებისთვის, 7 – 12 წელი;

ლელა ცუცქრიძე „მხიარული ოჯახი და სხვები“ საქართველოს აკადემიური გამომცემლობა

საუკეთესო საბავშვო დრამატურგია:

ალექს ჩიღვინაძე „თქვენთანაც აბრახუნებენ?“

საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი

თამარ კვიჟინაძე ერნე სვინგენის „ბალადა გატეხილ ცხვირზე“

საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი

ირმა მალაციძე „საბავშვო ლიტერატურა“

საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის პრემია გადაეცა გურამ პეტრიაშვილს.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია 2017 წელს დაარსდა და მისი მიზანია საბავშვო და საყმაწვილო მწერლობის პოპულარიზაცია და გამომცემლების წახალისება.

კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 2017 წელს საქართველოში გამოცემულ წიგნებს, პიესებს და ინოვაციურ საბავშვო პროექტებს.

წელს პრემია მეორედ გაიცემა.

პრემიის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კუტურისა და სპორტის სამინისტრო.

დასწრება თავისუფალია!

პრემიის მოკლე სიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე : http://writershouse.ge/geo/new/1180

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები