LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგუარმა მსოფლიოში პირველ სუპერქარს სიცოცხლე დაუბრუნა

18

კომპანია ”იაგუარმა” აღდგენილი მოდელის XKSS-ის პირველი ეგზემპლარი ააწყო. შეგახსენებთ, აღნიშნული მოდელი ”იაგუარმა” 1957 წელს გამოუშვა და მას ”მსოფლიოში პირველ სუპერქარს” უწოდებდნენ. ”გაცოცხლებული” მოდელი სულ 9 ერთეული აიწყობა და თითოეული მათგანი დაახლოებით ორ მილიონ დოლარამდე დაჯდება. პირველი ავტომობილები კლიენტებს 2017 წლის დასაწყისში მიეწოდებათ.

XKSS-ის ორიგინალი მაშინ გაჩნდა, როდესაც ბრიტანული მარკის დამაარსებელმა უილიამ ლაონსმა გადაწყვიტა ”ლე მანის” სამგზის გამარჯვებული, სარბოლო D-Type საგზაო ავტომობილად გადაექცია. სულ 25 ეგზემპლარი აიწყო, თუმცა მათგან გაყიდვაში მხოლოდ 16 მოხვდა – დანარჩენი ქოვენთრის ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა.

საინტერესოა, რომ Jaguar XKSS-ის ”გაცოცხლებისას”, 50-იანი წლების ტექნოლოგიები გამოიყენეს. თითოეული ავტომობილის აწყობას 10 000-მდე ”ადამიანური” საათი სჭირდება. ბრიტანელები აღნიშნავენ, რომ კონსტრუქციამ უსაფრთხოებისა და კომფორტის გაზრდისათვის მინიმალური მოდერნიზაცია განიცადა.

Jaguar XKSS აღჭურვილია 3,4 ლიტრიანი ძრავით, რომელიც 260 ცხენის ძალას ავითარებს.

ახალი XKSS ”იაგუარისთვის” რიგით მეორე აღდგენილი მოდელია. 2014 წელს ბრიტანელებმა კუპე E-Type Lightweight ააწყვეს, რომელიც 1963 წელს გამოშვებულ მოდელს იმეორებდა. სულ ასეთი 6 ორკარიანი ავტომობილი აიწყო, რომელთაგან თითოეულის ღირებულება 1,2 მილიონი ევრო გახლდათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები