LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: ვისაც ჯარში არ უნდა, იმას ჯარში რა უნდა?

137
Capture

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებს ეხმაურება.

“ჩვენ ზოგადად მიგვაჩნია – ვისაც ჯარში არ უნდა, იმას ჯარში რა უნდა?!”, – აცხადება ხვიჩია.

„ჩვენი მოთხოვნა არის ძალიან მარტივი, არა სავალდებულო სამხედრო სამსახურს! არა მონობას, სადაც ადამიანებს იძულებით უფასოდ ამუშავებენ „ვიშკაზე“ და შლაგბაუმის გამღებად, ყარაულებად. აი, ამას ვაპროტესტებთ და ვამბობთ, რომ ეს არ შეიძლება იყოს ქართული ჯარის გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმა.

ზოგადად ის, რომ ჯარისკაცის გვერდზე თანაბარ მდგომარეობაში დეზერტირობაზე მეოცნებეს ამყოფებ, ეს არ შეიძლება იყოს ჯარის პატივისცემა. ადამიანს არ უნდა გაუხადო საქმე ისე, რომ დეზერტირობაზე ოცნებობდეს იმიტომ, რომ ჯარში ძალით მიგყავს. ამ ქვეყანაში საკმარისად არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ და ოცნებობენ ჯარისკაცობაზე, ჩვენ იმათ შევუქმნათ პირობები და არავის ჯარში წაყვანა არ მოგვიწევს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები