LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: თუ ოდნავ მაინც საღ აზრზე ხარ, შეუძლებელია ენდო კვლევას, სადაც ნინო ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი

113
იაგო, ლომჯი და ბიძო

„თუ ოდნავ მაინც საღ აზრზე ხარ, შეუძლებელია ენდო კვლევას, სადაც ნინო ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ IRI-ის კვლევის კომენტირებისას განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ეს ფაქტი აჩვენებს, რომ კვლევას პრობლემა აქვს. როგორც „გირჩის“ ლიდერმა აღნიშნა, ამ კვლევაში სხვა მაჩვენებლებიც მიუთითებს პრობლემურობაზე, მაგალითად ის, რომ მიხეილ სააკაშვილს უფრო ნაკლები რეიტინგი აქვს, ვიდრე მის თანაპარტიელებს, რომლებიც ხვიჩიას მოსაზრებით, ახლოსაც ვერ მივლენ სააკაშვილთან ხალხის მხარდაჭერის თვალსაზრისით.

როგორ აფასებს ოპოზიცია IRI-ს კვლევას: „მტრის ხატი“ ჰყავთ დახატული „ნაციონალური მოძრაობის”, სააკაშვილის, რომ ისინი არიან მხოლოდ ველზე, პოლარიზაცია მათ აწყობთ

 „მე არ მინდა რაიმე ტიპის პრეტენზიებით ვილაპარაკო პროცენტებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ დაგვიწერეს, ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა ამ წუთს. მე უფრო მიკვირს ქართული მედიის დამოკიდებულება ამ კვლევებთან დაკავშირებით. მაგალითად, ჩვენ 2 პროცენტი გვქონდა და არავინ გაგვაშუქა და იყო პარტიები, რომლებსაც 1 ჰქონდათ და ტელევიზიებიდან არ ჩამოსულან.

გამოიკითხნენ საერთოდ არარსებული პარტიების ლიდერები და ჩვენი პარტიიდან, რომელსაც 2 პროცენტი აქვს ამავე კვლევით, არც ერთი ადამიანის რეიტინგი არ გაიზომა. მე მაინტერესებს ასეთი რამეები შემთხვევით ხდება თუ გვებრძვიან? მაგრამ საბოლოო ჯამში, მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ შეუძლებელია ენდო კვლევას, თუ ოდნავ მაინც საღ აზრზე ხარ, სადაც ნინო ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი,“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ , „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 88%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი მოსწონს, კახა კალაძე 51%-ს, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი 44%-ს.

დანარჩენების რეიტინგები კი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • პატრიარქი ილია მეორე – 88%;
  • კახა კალაძე – 51%;
  • ირაკლი ღარიბაშვილი – 44%;
  • ანა დოლიძე – 40%;
  • სალომე ზურაბიშვილი – 38%;
  • დავით უსუფაშვილი – 38%;
  •  ნინო ლომჯარია – 38%;
  • გიორგი გახარია – 37%;
  • გიორგი ვაშაძე – 37%;
  • ბიძინა ივანიშვილი – 36%;
  • ირაკლი კობახიძე – 34%;
  • ელენე ხოშტარია – 33%;
  •  მიხეილ სააკაშვილი – 33%;
  • შალვა ნათელაშვილი – 33%;
  • ნიკა მელია – 32%;
  • ხატია დეკანოიძე – 31%;
  • ალეკო ელისაშვილი- 30%;
  • მამუკა ხაზარაძე – 29%;
  • ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 26%;
  • გიგა ბოკერია – 17%;
  • ხათუნა სამნიძე – 15%.