„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ნაწილს ციხე მოხდილი აქვს, მეორე ნაწილი ახლა იხდის და ნაწილი საერთოდ „ქართული ოცნების“ მხარეს გადავიდა. მეტი რა სამართლებრივი შეფასება უნდა გაკეთდეს? „ქოცებმა“ სასამართლო ბოლომდე „შეიზილეს“, მეტი სამართლებრივი შეფასება რომ გააკეთონ, სასამართლოში თავიანთი ხალხი ეყოლებათ დასაჭერი. ამიტომ მგონია, რომ ეს უცნობის მხრიდან სახიფათო მოთხოვნა იყო“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ რესპუბლიკის მოედანზე გუშინ, 30 აპრილს გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
„მიტინგისთვის თვალი არ მიდევნებია და არ მინდა, რაიმე შემეშალოს, მაგრამ ვინც უყურა, არცერთს არ ჰქონდა გაგებული, მონაწილეებს რა უნდოდათ.
გადავწყვიტე, თავიდან ვუყურო, იქნებ რაიმე გავიგო, მაგრამ სანდრო რაქვიაშვილმა იმედი გადამიწურა, მაინცდამაინც საინტერესოს ვერ მოისმენო“, – განაცხადა ხვიჩიამ და დასძინა, რომ აქციაზე უფრო ნათლად უნდა ყოფილიყო ნათქვამი, რომელი პერიოდიდან აღარ არიან სალომე ზურაბიშვილის გულშემატკივრები.
„მგონი, უფრო ნათლად უნდა ყოფილიყო ნათქვამი, როდის მოხდა პრეზიდენტის გადაყვარება, რადგან თავის დროზე იგივე ხალხი სალომე ზურაბიშვილის დიდი გულშემატკივარი იყო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ზაზა პაპუაშვილი: ნურავის მოუვა აზრად, ჩვენი ქვეყნის დაკოდვა, გამოშიგვნა და გადასხვაფერება