იაგო ხვიჩია: ძალიან ვგულშემატკივრობთ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ რომელიმე პარტიასთან გაერთიანებას, მეორე „გირჩი“ საარჩევნო ბიულეტენზე ხელს გვიშლის

ძალიან ვგულშემატკივრობთ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ რომელიმე პარტიასთან გაერთიანებას, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„მათ წარმატებას და გაერთიანებაში ახალ თანამებრძოლებს ვუსურვებთ. ძალიან ვგულშემატკივრობთ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ რომელიმე პარტიასთან გაერთიანებას, რადგან მეორე „გირჩი“ საარჩევნო ბიულეტენზე ხელს გვიშლის. ნამდვილად გაგვიხარდება, რაც უფრო გამსხვილდება მათი გაერთიანება და მეტ ხალხს შეიზელს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან.

Posted in კატეგორიის გარეშე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *