სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლისა და დაკავების თემის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ მესამე პრეზიდენტი მიხვდა, რომ ციხეში ყოფნა აუცილებელია.
„მეც მინდა გამოვეხმაურო “სააკაშვილის ფაქტორს”:
სოციალურად და მორალურადაც დანაშაული გამოისყიდება. სოციალურად ეს ხდება, მაგალითად, ციხეში ჩასმით, ხოლო მორალურად – მაგალითად, მონანიებით. გამოუსყიდავი დანაშაული არ არსებობს.
მე ვფიქრობ, სააკაშვილი მიხვდა, რომ ციხეში ყოფნა აუცილებელია მისი როგორც სოციალური, ისე მორალური რეაბილიტაციისთვის და შეგნებულად წავიდა ამაზე.
მისი უცნაური, ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე, დაპატიმრების ამბავი სხვა შთაბეჭდილებას არ მიტოვებს.
მეორე მხრივ, სააკაშვილმა გაატარა უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რომლებმაც საქართველო მოდერნული ქვეყნების რიგში ჩააყენა. ამის არდანახვა, უბრალოდ, სიბეცეა. და სააკაშვილის ეს წვლილი გადაუფასებელია.
ისინი, რომლებიც ააბსოლუტურებენ სააკაშვილის დანაშაულებს და აბიაბურებენ მის მიღწევებს (და, პირიქით), როგორც სამართლის, ისე მორალის ლოგიკას ეწინააღმდეგებიან“. – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.