LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაფი გამოსავალი, თუ მუშაობით „გადაიწვით“ – ბიუჯეტური ევროპული ქალაქები სამოგზაუროდ

415
Spain, Andalusia, Vejer de la Frontera, Young women looking at the landscape of Vejer de la Frontera, from the route of the white villages in Andalusia.

მოკლედ, თუ წლის ბოლოს მუშაობით, ან ემოციურად „გადაიწვით“, დროა განტვირთვის რაიმე საშუალება მონახოთ. ერთ-ერთი ვერსია სახლში დარჩენა და მშვიდ გარემოში დასვენებაა, თუმცა თუ მცირე რაოდენობის თანხა მაინც მოგეპოვებათ, არსებობს რამდენიმე ტურისტული მიმართულება, სადაც წასვლა და მოგზაურობა ნამდვილად ღირს.

დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია „რაინეარი“ იმ ევროპული ქალაქების სიას აქვეყნებს, სადაც თავად დაფრინავს და სადაც მოგზაურობა საკმაოდ იაფი ჯდება. სიაში 11 ევროპული ქალაქი მოხვდა და აღნიშნულ ქალაქებში მოხვედრა საქართველოდანაც ძალიან მარტივია, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ფრენების საშუალებით…

მოკლედ, სამოგზაუროდ იაფი ევროპული ქალაქები არიან: ბუქარესტი, კრაკოვი, ბუდაპეშტი, ვილნიუსი, კიევი, ტალინი, ბოლონია, სოფია, ბრატისლავა, გდანსკი, ბერლინი.

იმის საჩვენებლად, თუ რამდენად იაფი ჯდება აღნიშნულ ქალაქებში მოგზაურობა, ბუდაპეშტის, ბოლონიის და ვილნიუსის მაგალითს განვიხილავთ.

ბუდაპეშტი

ბუდაპეშტს აქვს ყველა ის მომხიბვლელობა, რასაც მოელით ევროპის ნებისმიერი დიდი დედაქალაქისგან- შთამბეჭდავი შენობები, ულამაზესი ხედები ქალაქზე, შესანიშნავი მუზეუმები და რესტორნები … აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქალაქი ევროპაში.

ტაქსი 1კმ-ზე: €0.93

ადგილობრივი ლუდი (0.5ლ): €1.39

ყავა: €1.44

სადილი იაფ რესტორანში: €6.18

1 ბოთლი ღვინის ფასი: €4.32

ბოლონია

იტალიის ერთ-ერთი კულტურული ცენტრი, რომელიც განათლების სიმბოლოსაც წარმოადგენს. აქ მსოფლიოს უძველესი უნივერსიტეტი მდებარეობს და შესაბამისად, ბოლონია სტუდენტური ქალაქია. წითელი სახურავები, ვიწრო ქუჩები და ისტორიული უბნები – ეს ის არის, რაც ნამდვილად უნდა ნახოთ … რაც შეეხება ფასებს ძირითად მომსახურებებზე:

ტაქსი 1კმ-ზე: €5.00

ადგილობრივი ლუდი (0.5ლ): €5.00

ყავა: €1.38

სადილი იაფ რესტორანში: €15.00

1 ბოთლი ღვინო: €5.00

ვილნიუსი

ლიეტუვის დედაქალაქი ვილნიუსი განსაკუთრებული ლეგენდის მატარებელია. სახელწოდება მდინარის სახელიდან მომდინარეობს – “ქალაქი ვილიაზე”, სწორედ ასე ჟღერს ლიტვის ცენტრალური ნაწილის სახელი. აქ ფასები ასეთია:

ტაქსი 1კმ-ზე: €0.65

ადგილობრივი ლუდი (0.5ლ): €3.00

ყავა: €2.20

სადილი იაფ რესტორანში: €8.00

1 ბოთლი ღვინო : €6.50

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები