LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ია ვეკუა: „ყველა დანიშნული სეანსი შედგა… სულ ტყუილად იდექით ქუჩაში…“

339
wedanced-news21121

კინოჟურნალისტი ია ვეკუა სოციალურ ქსელში წერს, რომ ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საპრემიერო ჩვენებების ჩაშლის მსურველთა საპროტესტო აქციები უშედეგოდ დასრულდა, ვინაიდან ფილმი ასობით მაყურებელმა ნახა და კიდევ ბევრი იხილავს და ქართველთა მარში სულ ტყუილად იდგა ქუჩაში.

გთავაზობთ მის პოსტს:

„ყველა დანიშნული სეანსი შედგა, ასობით მაყურებელმა ნახა, ინტერნეტში მეკობრულად გაჟონა და კიდევ ათასები ნახავენ, საუნტრეკს ლინკავენ, კადრებს იყენებენ ქოვერად და მსახიობებზე ქრაშავენ.

მეტი რა გინდათ იმის დასტურად, რომ სამი დღე ტყუილად იდექით ქუჩაში და საერთოდაც ტყუილად ხართ.

მშვენიერი ამბავია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები