ია ანთაძე მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას ფარული ჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში შემდეგ მოსაზრებას აქვეყნებს:
„ყველამ მოვისმინეთ, გავრცელებულ ჩანაწერში როგორ ზეწოლას ახდენდა გვარამიაზე სააკაშვილი. თუმცა, დღეს „რუსთავი 2“ შეეცდება ამტკიცოს, რომ ამ ჩანაწერებით ხელისუფლება ახდენს ზეწოლას ტელევიზიაზე და გვარამიაზე. აი, ნახეთ ამ ტელევიზიის მაყურებლებმა, თუ ასე არ მოხდეს. „ფეისბუკიდანაც“ კი ადვილი ამოსაცნობია „ნაციონალების“ დღევანდელი მთავარი მესიჯი.
და სინამდვილეზე ასეთი ძალადობა რით არის ნაკლები „ბოევიკობა“ და სინამდვილეში რას ემიჯნებიან კოლეგები, იქნებ, ამაზე ვიფიქროთ“. – აღნიშნავს ია ანთაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.