ყველგანმავალი Hyundai Santa Fe პირველი მსუბუქი ავტომობილია, რომელმაც ანტარქტიდა გადაკვეთა. ავტომობილმა იუნიონ კემპის სადგურიდან მაკ-მერდომდე და უკან გზა 30 დღეში გაიარა.
მოგზაურობისთვის გამოიყენეს Hyundai Santa Fe მინიმალური გაუმჯობესებით. საჭესთან პატრიკ ბერგელი იჯდა, რომელიც ლეგენდარული პოლარული მკვლევარის სერ ერნესტ შეკლოტის შვილთაშვილია. მოგზაურობისას ბორტს მიღმა ტემპერატურა მინუს 28 გრადუს ცელსიუსამდე ეცემოდა.
ყველგანმავალი 2,2 ლიტრიანი დიზელის ძრავით არის არჭურვილი, თავად აგრეგატი, მართვის სისტემა, ტრანსმისია და ამძრავები ხელუხლებელი დარჩა. გამავლობის გაუმჯობესებისთვის ავტომობილმა დაბალი წნევის მქონე საბურავები მიიღო.
მოგზაურობა შეკლტონის ტრანსანტარქტიკული ექსპედიციის ასი წლის იუბილეს ეძღვნებოდა, რომელლიც 1914-17 წლებში განხორციელდა. Hyundai Santa Fe-ს მოგზაურობისას ფილმის გადაღებაც მოხდა, რომელიც YouTube-ზეა გამოქვეყნებული.