კომპანია Hyundai ელექტრომობილების შემუშავებაზე 85 მილიარდ დოლარს დახარჯავს. ამ ფულს მწარმოებელი საკუთარ განვითარებას მოახმარს. პირველი და ყველაზე მთავარი დავალება „მწვანე“ ავტომობილების გაყიდვების ზრდაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვან ბაზრებზე – მშობლიურ სამხრეთ კორეაში, აშშ-სა და ევროპაში.
Hyundai-სა და მისი შვილობილი Genesis-ის გეგმა 2026 წლისთვის 840 ათასი ელექტროქარის გაყიდვაა, 2030 წლისთვის კი უკვე 1,87 მილიონის.
ათწლეულის ბოლოსთვის აშშ-ში გაყიდულ ავტომობილთა შორის ელექტრომობილების წილი 53% უნდა იყოს. ევროპაში ეს მაჩვენებელი 71%-მდე უნდა გაიზარდოს, ხოლო სამხრეთ კორეაში 37%-მდე.
ამბიციური გეგმის შესრულებას Hyundai მრავალმილიონიანი ინვესტიციით გეგმავს.