კომპანია Hyundai-მ საკუთარ მომხარებლებს საკმაოდ საინტერესო სურპრიზი მოუწყო, რისი მიზეზიც გახდა ის მოსაზრება, რომ თითქოს ევროპული და კორეული მოდელები ერთმანეთისგან უსაფრთხოების კუთხით განსხვავებულია.
ექსპერიმენტი აგვისტოში ჩატარდა, ავტომობილები 56კმ-სთ აამოძრავეს და ერთმანეთს შეაჯახეს. როგორც დამსწრე საზოგადოებამ განაცხადა, ავტომობილებმა აბსოლუტურად იდენტური დაზიანებები მიიღეს, რითაც კორეულმა კომპანიამ დაამტკიცა, რომ ევროპული და კორეული მოდელიც იდენტურია.
ეს ტესტი გამომდინარეობდა იმ მოსაზრებიდან რომელიც ერთ-ერთი გამოცემის მიერ ჩატარებული გამოკითხვიდან გაჩნდა, რომ თითქოს ევროპული მოდელები კორეულისგან განსხვავებით უფრო სახიფათო იყო.