LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰყავს თუ არა ახალი შეყვარებული გიორგი ვარდოსანიძეს

157

გიორგი ვარდოსანიძის პირადი ცხოვრება ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. სალომე ჭაჭუასთან დაშორების შემდეგ მასთან ხან ერთი ცნობილი გოგონა დააწყვილეს, ხან მეორე. მათ შორის იყო მსახიობი ნინი ონიანიც, თუმცა შემდეგ თავად ნინიმ ისაუბრა ამაზე და თქვა, რომ მათ შორის მხოლოდ მეგობრობაა.

ახლახან გავრცელდა ფოტოები, სადაც გიორგი ვარდოსანიძე კიდევ ერთ გოგონასთან ერთად არის გამოსახული. საუბრობენ იმის შესახებ, რომ მათ შორის რომანტიკული ურთიერთობებია.

„ფორტუნა“ გიორგი ვარდოსანიძეს ექსკლუზიურად დაუკავშირდა.

გიორგი, მართალია, რომ შენ და სალომე კვირიკაშვილი შეყვარებულები ხართ?

გიორგი:

უკვე აღარ მიკვირს ასეთი საუბრები. ჩემ გარშემო ყველა მიეჩვია და მათაც აღარ უკვირთ. ჩემმა „ფეისბუქ“-გვერდმა, რომელიც მეგობართან ერთად გავაკეთე მცირე ხნის წინ სახელად „ხაჭაპურის გადამყვანი“, საქველმოქმედო საღამო გამართა. გვინდოდა ლილე კაპანაძის დახმარება და დავეხმარეთ კიდეც. ეს ფოტოებიც ამ საღამოზეა გადაღებული. სალომე კვირიკაშვილი კი ჩემი მეგობარია, მაგრამ რადგან წერონ და ლაპარაკობენ, გაერთონ და ილაპარაკონ. მე ვერაფრით ვეღარ გამაკვირვებენ (იღიმის).

54e07358-25d6-41e4-afa5-4d34b28433d5

84ffe0dc-03e1-4ea1-9e36-2e7906f91cb8

2e953d0a-ebba-40b1-a0ca-211fe807dab7

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები