Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
”ჰუმანითი ჯორჯია” საერთაშორისო სტანდარტების ფარმაცევტულ ქარხანას ააშენებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ჰუმანითი ჯორჯია” საერთაშორისო სტანდარტების ფარმაცევტულ ქარხანას ააშენებს

120

”ჰუმანითი ჯორჯია”  იმპორტირებული მედიკამენტების ადგილობრივით ჩანაცვლებას გეგმავს. ამ  მიზნით კომპანია საერთაშორისო სტანდარტების ფარმაცევტულ ქარხანას ააშენებს.

როგორც რადიო “ფორტუნას” გადაცემა ”ბიზნესნიუსს” კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა – ნინო დარასელმა განუცხადა, პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.

”ამ დროისთვის მერიაში უკვე მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის გაფორმება. ყველა საჭირო ნებართვის მიღების შემდეგ  კი უკვე დაიწყება მშენებლობა. ქარხანა სერთიფიცირებული იქნება GMP სტანდარტით. აქ წარმოებული პროდუქციით არა მხოლოდ იმპორტირებული მედიკამენტები ჩანაცვლდება, არამედ იგეგმება ექსპორტზე გასვლაც”, – აღნიშნა დარასელმა.

მედიკამენტების საერთაშორისო სტანდარტების საწარმო ექსპლუატაციაში 2019 წელს შევა.

ამასთან, როგორც ”ჰუმანითი ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა განმარტა, კომპანიის სამომავლო გეგმებში მედიკამენტების კიდევ უფრო გაიაფებაც შედის. ”მოგეხსენებათ, რაც ჩვენი კომპანია გამოჩნდა ბაზარზე, კონკურენტი  კომპანიები იძულებულები გახდნენ, მედიკამენტები გაეიაფებინათ. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ ბაზარზე ჩვენი შემოსვლით მოსახლეობისთვის ხარისხიანი მედიკამენტები ხელმისაწვდომი გაგვეხადა”, – აღნიშნა დარასელმა და დასძინა, რომ ფასების დაწევის პოლიტიკას კომპანია სამომავლოდაც გააგრძელებს.

რაც შეეხება პროდუქციის ხარისხის კონტროლს, როგორც ”ბიზნესნიუსს” ნინო დარასელმა განუცხადა, ”ჰუმანითი ჯორჯიას” მიერ იმპორტირებული პროდუქცია საერთაშორისო ჯანდაცვის სხვადასხვა კონტროლს გადის. ამასთან, ქარხანა, საიდანაც ”ჰუმანითი ჯორჯიას”  წამლები ჩამოაქვს,  GMP-ის სერთიფიკატს ფლობს.

ცნობისთვის, ”ჰუმანითი ჯორჯია” ქართულ ბაზარზე 9 თვის წინ გამოჩნდა.  კომპანიის 300-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი  ამ ეტაპზე 11 მსხვილ ობიექტშია წარმოდგენილი და კონკურენტებთან შედარებით 30%-იანი ფასდაკლებით იყიდება.  ამასთან,  ”ჰუმანითი ჯორჯია”  აქტიურად შევიდა ჰოსპიტალურ სექტორშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები