LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Human Rights Watch: სომხურ ეკლესიაზე იერიში, აზერბაიჯანულმა მხარემ, სავარაუდოდ, გამიზნულად განახორციელა

87
202012ccd-Azerbaijan-church-main

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ, ყარაბაღის ქალაქ შუშაში მდებარე სომხურ ეკლესიაზე იერიში, სავარაუდოდ, გამიზნულად განხორციელდა, რაც ომის კანონების უხეში დარღვევაა.

ინფორმაციას ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ავრცელებს.

სომხეთმა აზერბაიჯანი მაცხოვრის ტაძარზე საჰაერო იერშში 8 ოქტომბერს დაადანაშაულა. როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები აცხადებდნენ, ეკლესიაზე იერიში ორჯერ განხორციელდა, შედეგად კი დაზიანდა როგორც ტაძრის გარე ფასადი, ასევე შიდა ნაწილიც.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ მე-19 საუკუნის ტაძარზე ორჯერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმა არ არის შემთხვევითი და კულტურული მნიშვნელობის ობიექტი გამიზნულად გახდა აზერბაიჯანელი მებრძოლების სამიზნე.

Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორი, ჰიუ უილიამსონი აცხადებს, რომ აუცილებელია, ჩატარდეს გამოძიება და დამნაშავეებმა პასუხი აგონ.

მთიან ყარაბარში 27 სექტემბერს დაწყებულ საომარ მოქმედებებს, სულ 5 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. განადგურდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები