LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Huawei Mate 9-ის ოფიციალური გამოსვლის თარიღი ცნობილია

37

Huawei Mate 9-ს ანონს ძალიან ელოდებოდნენ ბერლინში, მაგრამ Huawei-მ 2 საშუალო კლასის სმარტფონი Nova და Nova Plus-ი წარმოადგინა.

გავრცელებული ინფორმაციით, ფლაგმანური ფაბლეთი დაახლოებით დეკემბრის თვეში გამოჩნდება. დივაისის დეტალები არაერთხელ გავრცელდა ინტერნეტში სხვადასხვა გამოცემების მეშვეობით.

მოწყობილობა 5.7 დიუმიანი დისფლეით აღიჭურვება და Huawei-ის საფირმო პროცესორზე Kirini 960-ზე იმუშავებს. ახალი გაჯეტის ოპერატიული – 4/6 GB-ით ხოლო მისი შიდა მეხსიერება 64/128 GB განისაზღვრა. სმარტფონს ასევე MicroSD Card-ის მხარდაჭერა ექნება. გარდა ამისა, მოწყობილობა თავსებადია USB Type-C ტექნოლოგიასთან. უკანა მხარეს დატანილია თითის ანაბეჭდების სენსორი.

მწარმოებლების გადაწყვეტილებით, სმარტფონი 2 კამერით აღიჭურვა, რომლის ოპტიკაც კვლავ Leica-ს ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობით შეიმუშავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე კამერის გარჩევადობა 20 მეგაპიქსელიანი მოდულით გამოირჩევა და გარდა ოპტიკური სტაბილიზაციით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები