LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა ოპერირებას 30 სექტემბერს იწყებს

1412

ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი, „ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა“ ოპერირებას 30 სექტემბრის 15:00 საათიდან იწყებს. როგორც ”ფორტუნას” ახალი სავაჭრო ცენტრიდან აცნობეს, თბილისის ზღვის პლაზის ფართობი 110 ათასი კვადრატული მეტრია. შენობა საქართველოში ყველაზე თანამედროვე  ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით არის აჭღურვილი.

მათივე ინფორმაციით, პლაზის მომხმარებელს დახვდება 400-მდე მაღაზია და ყველაზე კომფორტული გარემო შოპინგისათვის, სადაც „ერთი გაჩერების პრინციპით“ შეეძლება ყველა სასურველი ნივთის შეძენა.

როგორც „ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზაში“ აცხადებენ, სავაჭრო ობიექტები დატვირთულია ისეთი სხვადასხვა სახეობის პროდუქციით, როგორებიცაა: ტანსაცმელი, ჩანთები და ჩემოდნები, საკვები, ავეჯი, სამშენებლო მასალები, განათება, საბავშვო სათამაშოები, ჰიგიენური საშუალებები, ავტომანქანის ნაწილები და სხვა. თბილისის ზღვის პლაზაში ასევე განთავსდება კვების ობიექტები, ბანკები და სხვა დაწესებულებები.

”30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს თბილისის ზღვის პლაზა მომხმარებლებს საინტერესო აქციებსა და სიურპრიზებს სთავაზობს. მხოლოდ თბილისის ზღვის პლაზის მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ გრანდიოზულ ქეშბექ აქციაში, დახარჯონ მინიმუმ 50 ლარი და დაიბრუნონ გარანტირებული თანხა 200 ლარამდე. გარდა ამისა, ითვალისწინებს რა პლაზის ადგილმდებარეობას, ჰუალინგ ჯგუფი ყველა მომხმარებელს კომფორტული ტაქსებით მგზავრობის შესაძლებლობას სთავაზობს. ნებისმიერი მომხმარებელი, ვინც 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს დარეკავს ნომერზე: 2 900 009, შეძლებს ”იბერის” ტაქსებით სრულიად უფასოდ იმგზავროს თბილისის ზღვის პლაზამდე. გარდა ამისა, გახსნის დღეებში სამგორისა და სადგურის მოედნის მეტროებიდან თბილისის ზღვამდე წრიულად იმოძრავებს ავტობუსები, რომლებიც ასევე სრულიად უფასოდ მოემსახურებიან ჩვენს მომხმარებლებს. თბილისის ზღვის პლაზა არც თავის პატარა მომხმარებლებს არ ივიწყებს. სპეციალურად ბავშვებისთვის თბილისის ზღვის პლაზა 30 სექტემბერს გრანდიოზულ გასართობ ღონისძიებას გამართავს. ბავშვებს სხვადასხვა თემატიკით დატვირთული ექვსი გასართობი ზონა დახვდებათ”, – აღნიშავენ სავაჭრო ცენტრში. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები