LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გურულებს ეგრევე ვცნობ.. აი, რომც არ ვიცნობდე, ვცნობ, ადამიანი გურულია თუ არა“ – დავით გოგიჩაიშვილი სახალისო ამბავს იხსენებს

430
დავით გოგიჩაიშვილი

მწერალ დათო გორგილაძის საავტორო გადაცემამ „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“, რომელიც პაუზის შემდეგ YouTube არხზე კვლავ დაბრუნდა, აუდიტორიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

ამიტომ მოვიფიქრეთ ინტერვიუს ასეთი ფორმა – რას წერს დავით გოგიჩაიშვილი, რომლის ხილვამ „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქეში“ დიდი რეზონანსი გამოიწვია

პირველი ეპიზოდის სტუმარი ადამიანების მენეჯმენტის ტრენერი, მენეჯმენტ კონსულტანტი, დავით გოგიჩაიშვილი იყო, რომელმაც გადაცემის ერთ-ერთ მონაკვეთში გურულებსა და გურულებისთვის დამახასიათებელ დიალოგებზე ისაუბრა და თავს გადახდენილი ეპიზოდი გაიხსენა:

„გურულში ყოველთვის მოჭარბებულია ირონია, არა მხოლოდ საუბარში, არამედ გამოხედვაშიც ეს იგრძნობა, რომც არ ვიცნობდე, გურულებს ეგრევე ვცნობ..

სამარშრუტო ტაქსიში ჩემ წინ იჯდა ქალი, რომელსაც ხელში მარაო ეკავა და ბევრი მაკიაჟი ჰქონდა, გამოხედვაზეც ეტყობოდა, რომ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ყველას ლექსიკას აკონტორლებდა.

მეორე მხარეს, პატარა სკამზე იჯდა ქალი, რომლის გამოხედვაზეც ეგრევე მივხვდი, რომ გურული იყო, ადამიანებს, შენობას რომ შეხედავდა, სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.

მარაოიანმა ქალმა მძღოლს უთხრა: „რომ გადაბრძანდებით, თუ არ შეწუხდებით, რომ გააჩეროთ“.

გურულ ქალს გავხედე, რომელმაც ხმამაღლა თქვა: „ოფ, გააფორმა ახლა ამან“, – იხსენებს დავით გოგიჩაიშვილი.

დავით გოგიჩაიშვილი: „ინტერვიუ იმაზე, თუ რატომ არ ვაძლევ ინტერვიუს ჩემ „ჩერეზ-ძმაკაცს“.. ამ ახალ წამოწყებაში წარმატებებს კი ვუსურვებ გულით

„გურულებს ეგრევე ვცნობ. აი, რომც არ ვიცნობდე, ვცნობ ადამიანი გურულია თუ არა..“

„გურულებს ეგრევე ვცნობ. აი, რომც არ ვიცნობდე, ვცნობ ადამიანი გურულია თუ არა..“ – დათო გოგიჩაიშვილი გენერალური პარტნიორი – საქართველოს ბანკი • Bank of Georgia სრული ეპიზოდი 🔗 https://rb.gy/h7ny45

Posted by • გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე • on ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2024

ვიდეო: „დაბრუნებაც ასეთი უნდა“ – გადაცემის „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ პირველი სტუმარი ცნობილია: „თითო-თითო subscribe-თი იმაზე ბევრს იზამთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები