“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე, „პალიტრანიუსის“ ეთერში სტუმრად იმყოფებოდა.
გიორგი ვაშაძემ რუსთაველზე 7-8 მარტს განვითარებულ მოვლენებსა და მის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
ვაშაძე: აქციაზე რაც გამოვაცხადე, ამასთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ
ინტერვიუს დროს წამყვანსა და გიორგი ვაშაძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
„რასაც თქვენ ლაპარაკობთ, ეს არის რუსული ნარატივი“. – მიმართა გიორგი ვაშაძემ ემა ტუხიაშვილს.
„კაცი, რომ ვიყო საჩხუბრად გამოგიწვევდით“ – უთხრა ემა ტუხიაშვილმა გიორგი ვაშაძეს.